Litclub.ge

ვარსკვლავი
თქვენ გხიბლავსთ ზეცა, შავის ღრუბლებით
სახე-დახშული და დაფარული?
როგორ შვენია, როცა ოდნავ სჩანს
მასზე ვარსკვლავი სხივ-დაცარული -
როდესაც ერთხელ კიდევ შეხედავს
ცას, ღრუბელთ ისრით შეფერადებულს
და შთაინთქმევა წყვდიად-უბსკრულში,
ღრუბლებს მიუძღვნის ალერსს აღგზნებულს.
ეგრე შენც, გველო, როგორც ვარსკვლავი,
ისე აენთე ჩემს ტანჯულ გულში,
მაგრამ რაც მსურდა, ის ვერ ვიპოვე -
მე შენს ალერსში, შენს სიყვარულში...

1910