„ვერღა აღმიგოს სიყვარულმა კვალად...“
ნ. ბარათაშვილი
წმიდათა წმიდას ვინ შეახო ხელი გრძნეული?
ვინ შეარყია საფუძველი დიადის მცნების?
წმიდა ტაძარი, აწ მოხრილი და დანგრეული,
მუნცა ნაშთია წარსულთა დღეთ ტკბილის ოცნების.
გარნა ვინ მიხვდეს, სად გაფრინდა ლოცვა მფარველი,
როს იხრწნებოდა ულმობელად მის შემნახველი..
ციდგან ქვეყნიურ გულისთქმასა ცით თუ იწოდებს,
ან მაღალს მთასა ობლად მდგარი მოსთქვამს, თუ გოდებს.
1910