შემოდგომისა ველურ ჰანგში
ჭკნება ფოთოლი;
ყმაწვილი გულიც უნუგეშო
ფიქრებით დნება,
მაგრამ სხვა ფოთოლს აამწვანებს
კვლავ გაზაფხული -
და სიყმაწვილე კი არასდროს
არ დაბრუნდება!
ქვითინებს ქარი, თან წაიღებს
ყვავილთა ჩურჩულს...
ჰანგი საზარი სულს მიშფოთებს
და გულში მწვდება -
რომ ვერასდროს ვერ ვეღირსები
მე იმ გაზაფხულს...
და სიყმაწვილე კი არასდროს
არ დაბრუნდება!
1912