Litclub.ge

10 წლის წინად
რომ ყოფილიყავ ათი წლის წინად,
რომ მომვლენოდი ათი წლის წინად,
მე მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდი
ოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად.
მაშინ ალერსი ისე მწყუროდა,
ისე ველოდი შენს თანაგრძნობას,
ეს იყო მაშინ... ეხლა კი ვწყევლი
და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას.
სადღაა ეხლა სანთელი იგი,
ღამით რომ ენთო ოცნებას ნაზი?
ის ჩამქრალია და ღამის სივრცეს
შავი ზოლების შთენია ხაზი.
რა დამავიწყებს იმ მწარე დღეებს,
უგონო განცდებს და ფიქრებს ფარულს,
აწ გვიან არის. ეხლა მე ვწყევლი...
და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს.