Litclub.ge
ხსოვნას
მოუწოდეს იმას ძველად,
ზარები რომ დარეკოს,
რომ სიმღერა მთა და ველად
გრგვინვით გადაარეკოს.
იგი დაფნის იყო ღირსი,
დიდი ცეცხლით იწოდა,
მაგრამ ყოფნა მაინც მისი
გაჰქრა უმაისოდა.
1916