მიყვარს შენი სახელის უცხოეთში ხსენება,
მოგონება ღრუბლების, მზე რომ ჩაესვენება.
რაღაც შორეულია შენი კარგი სოფელი,
ალუბლების ღიმილი და მზე დაუნდობელი.
და ანთებულ თეატრში, სადაც მე ვარ პირველი,
ხშირად აშრიალდება ტირიფების მწვერვალი.
და მეძახის, მეძახის! და არ არის საშველი!
და დაჰქრიან ფარდებში ოცნებებად აშლილი.
1919