Litclub.ge

* * * ნათელი და მშვიდი...
ნათელი და მშვიდი
იყო ცხრაას შვიდი.
აქეთ თეთრი ღამე,
იქით ლურჯი ხიდი.

ეხლაც მახსოვს განა
თეთრი ზვირთის ნანა,
თეთრად თვლემდენ მთები,
თეთრად სდუმდა ყანა.

1920