Litclub.ge

ყინვის ძალა
ტალღა მიჰქროდა დიდი, ლაღი, თავისუფალი,
შორს იტაცებდა მის გიჟურ სულს ზვირთების ქშენა,
მაგრამ უეცრად გაქანებულს სწვდა ყინვის ძალი,
ამ სიმაღლეზე გააქვავა და შეაყენა.

1920