Litclub.ge

მოხუცი მწიგნობარი
ციკლიდან „ეპოქა“

დადის უბის წიგნაკებით,
დადის ძველი რვეულებით,
თან მიჰყვება მოგონება,
მოლხენით თუ სნეულებით.

ეგულება იმედები
მშვენნი რიდე-ხვეულებით,
გულგაშლილნი მარტოობით
და მარტონი წვეულებით.

და ძილშიაც ესიზმრება
წიგნი მძიმე ტანიანი:
ოდისეი, ილიადა,
ბოკაჩიო ან ყურანი.