Litclub.ge
ბრმა ცალი თვალით
მან დაიბრმავა ეს თვალი განგებ
და ამნაირად გახდა ცბიერი,
მეორე თვალში არის განგება:
მეტი სიმკაცრე და სიძლიერე.
უმარულიან დენათა შორის,
მწარე დაცინვით მათი მგმობელი,
იგი ტრიალებს, ვით თვალი ქორის,
ეს საუკუნე - მეფისტოფელი.
1921