Litclub.ge

ეს გრიგალია სიახლის
ფანჯარას ტოტებს მიახლის,
მთვარეს მიართმევს ზიანებს.
ეს გრიგალია სიახლის,
მზეს რომ არ დააგვიანებს.

მე სიხარული მემოსა
და გაზაფხულის ოცნება,
ხიბლავდა გარეშემოსა
მინდვრების გადასოსნება.

1922