Litclub.ge

მთელი დღე ვგრძნობდი
მთელი დღე ვგრძნობდი, რაც უნდ ათოვოთ
და ქუჩა ავდრით გადაიხაროს,
დღეს უსათუოდ, ო, უსათუოდ,
მე სასახლეში ვნახავ სიხარულს.

საიდან, როგორ? მე არ მეგონა,
უეცრად გაჩნდით ჩემი ზმანება,
თქვენ მე გამიგეთ, მომეცით ხელი
და აწ სიცოცხლე არ მენანება.

1923