ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი,
მაგრამ თვალმა დათვალა,
მზე ბევრი და ცხრათვალა...
ოჰ, მზით გადანაცხარო,
ცხრამუხა და ცხრაწყარო!..
რუსთაველი - ხანია,
ისიც ცხრა ანბანია...
ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
1924