ჟურნალი „კვალი“
აწ აღარა გვყავს ჟურნალი „კვალი“,
მან სამუდამოდ დახუჭა თვალი,
მაგრამ ვინა სთქვას: რომ ჟამმა დაჰკრა,
და „კვალი“ იგი უკვალოდ გაჰქრა?
ძველი ცენზორი
შენ აღარ ხარ. მაგრამ სული
შენი ჩვენში იფარება
და ყველასთვის ნათელია
იმა სულის უკვდავება.
1924