გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი: - დაიცა, ქალავ!
ქალი: - დაგიბრმა თოლი!
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
- არა! - ჩურჩულებს ქალი.
- კარგი! - ამშვიდებს ვაჟი.
გულო, ოცნებას მალავ,
ცაო, ლურჯდება ზოლი.
ისევ: - დაიცა, ქალავ!
ისევ: - დაგიბრმა თოლი!
1924