Litclub.ge

ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა...
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადაახალა,
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.

ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი.
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა.

ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი -
გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.

1925