Litclub.ge
ისევ ტყეში
ნაძვებს სუნი ედება,
როგორც ნაზი ტკივილი,
აქ არ მოეხეტება
ქუჩის ჟივილ-ხივილი.
და განცდილი ლექსივით
ტყე არ გაიზიარებს,
ტანჯვით და რეფლექსიით
ჩაღრმავებულ იარებს.
1926