გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია;
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა რანაირია.
მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფარებოდი სავარძელს სახით,
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.
მე არ მასვენებს ბაიის ბგერა.
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე ატმებად გადაპობილი.
1927