სულ რამდენიმე წლის წინ
ყვითელ ფოთლებით თრობა,
ხედავს ვარსკვლავთა ციმციმს
მოგონებათა გრძნობა.
საღამოებრად დილებს,
რაღაც საოცრად ითქვა,
იწვევს ბავშვების ჩრდილებს
დავიწყებული კითხვა.
ამასაც ნახავს ფარჩა
შეღამებული არის,
თუ ერთად ერთი დარჩა
გამოსავალი მთვარეს.
მკრთალი გაცურდა ალი,
ცა დააშუქა წყნარ სულს,
იქ მშვენიერი ქალი
გაჰყვა მშვენიერ წარსულს.
1927