Litclub.ge
სული უსახლო
რომ გაიღიმოს შემოდგომის მზემ,
მოასკდეს ნაპირს მძიმე ქაფები,
ამნაირ დროში შეჰქმნა გოტიემ
უკვდავი ლალი და სადაფები.
მივჰქრივარ, აქვე, ტფილისის ახლო,
მე ვიცი ჩემი მიმღები ჭერი,
რომ მიისვენოს სული უსახლო
ჯოჯოხეთშიაც არ-ბედნიერი.
1927