Litclub.ge

რა მშვენიერი მინდვრებია
რა მშვენიერი მინდვრებია, რა მოსავალი,
რა ყურძნის ტბები, რა ხორბალი და რა კაკალი.
მეტეხის ახლო არწივები ვნახე მრავალი,
მაგრამ ჯერ კიდევ უტეხ პურში არის გრაკალი;
შემოდგომის დღეს მისცემია მშვიდი ხეხილი,
აქ მომავალი გაანათებს ისევ ცისფერად,
უფლის ციხესთან ერთი ხეა გადატეხილი,
იმ საღამოზე მოწყენილი ეგდო გზისპირად.

1927