Litclub.ge

შენ რაღას იტყვი, ყანა?
თვალით ვეღარას ვხედავ,
გული მოელის დანას.
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას?

გადაქცეული ახოთ -
გრძნობაც ისეა, განა?
ჭალის ყანები ვნახოთ:
შენ რაღას იტყვი ყანა?

თვალი წაიღო სევდამ,
როგორ აჟრჟოლებს ყანას...
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას?

1927