Litclub.ge
ზღვის ფსკერიდან
ზღვის ფსკერიდან ზევით-ქვევით უნდა იარო
და ბუზების გესმის მესსა სამგლოვიარო.
გადაფერფლილ ლანდად რომ სჩანს - შენი ტანია,
თევზმა დახრა სამოსელი დიდიხანია,
მდინარიდან ძვლები იგი ქარმა მოხარა,
აიტაცა და ნაპირზე მიყარ-მოყარა.
1927