Litclub.ge
* * * ვერაფერით დამძალავდა ბედი...
ციკლიდან „ეპოქა“
ვერაფერით დამძალავდა ბედი
აუწერელ სიღარიბის მეტი,
ვერაფერმა ვერ დაუშვა ფარდა
აუწერელ სიღარიბის გარდა.
აქ დაიმსხვრა, როგორც ზღვაში გემი -
სევდიანი სიჭაბუკე ჩემი,
მაგრამ გული ისე, როგორც წინად
ქცეულია ფოლადად და რკინად.
1928