Litclub.ge

მე მიმღები ვარ, შენ კი სტუმარი
ციკლიდან „ეპოქა“

ბედო, იმისთვის იყავ მდუმარე,
მფლობელი იყავ, მე კი სტუმარი?
დრო მცინარეა და მოხუმარი:
მე მიმღები ვარ, შენ კი სტუმარი,
გამოასწორე, ჩქარა, კუმარი,
ნაწვიმარი და ნასამუმარი.

1928