ლუსის სიყვარულს ვთხოვ რიგგარეშედ,
ერთჯერად ხვევნას, როგორც ჭიქა წყალს,
მინდა ლუსიში შევითარეშო,
გავაასკეცო ჩემი შიდაწვა.
ჩუმად ღიღინებს და თლის კარტოფილს,
თან მაგიდაზე გადაიხარა,
გამომიშვირა თეთრი ფართობი,
გაიშრიალა ჭრელმა ნიფხავმა.
ბრძანა: მიყიდი, ოღონდ საკაბეს!
_ დიახ, ძვირფასო, ჩემო სიცოცხლევ!
და აკრიახდა, როგორც კაკაბი,
როცა ხმოვნები ამოვიცოხნე,
მაგრამ უეცრად გატყდა გრაფინი,
ამოყირავდა მერე მაგიდა,
შეშინებული ძირს რომ დავფრინდი,
ვთქვი: ამ დედაკაცს რამ გადამკიდა.
და როცა მსურდა შიშის ელდები,
როგორმე გარეთ გამომეყვანა,
ამომჩხაოდა: ნუ შეჩერდები,
თუნდაც დაიქცეს მთელი ქვეყანა.
მიდი, განაგრძე, გემუდარები,
ეს ჯამ-ჭურჭელი მიღირს არაფრად,
ლუსის, მართლაცდა შეუდარებელს,
ვერ დავაგდებდი ბედის ანაბრად.
მე დავბრუნდები, თუ არ ამკაფეს
და მოვალ შენთან, როგორც წამალთან,
მშვიდობით, ლუსი, შენი საკაბე,
აგვისტოს ნათელს უნდა წავართვა.