მე მზად ვარ თავის დასავიწყებლად,
ჩემი უარი მკაფიოდ ხისტი...
ამისთვის ღმერთი არ გამიწყრება,
რომ თავზე უფრო ვარსებობ სხვისთვის.
როგორ გაზრდილა ფიქრი ექვსი წლის,
ისე წკრიალებს როგორც პიკოლო,
მე დავიხსომებ მხოლოდ შენს სიცილს,
იქითკენ საგზლად რომ წავიყოლო.