Litclub.ge
მომავალს რომ ეფერება
მომავალს რომ ეფერება
შრომის გუგუნი ზვიადი,
ეს არის ბედნიერება
განუსაზღვრელი, დიადი.
თუ როგორც გრგვინვა ქარისა,
წინ მიდის ჩვენი დროება,
ამისი შესადარისი
ჯილდო არ მოიპოვება.
1930