Litclub.ge

ჟენევის პირად მდგარო ტირიფო!
ციკლიდან „პაციფიზმი“

ჟენევის პირად მდგარო ტირიფო,
გარს რომ გეხვევა
ტალღათა ქაფი,
ორიღა ფესვი ძლივასღა გიჭერს,
ძლივსღა გიმაგრებს
ეს ორი ძაფი.
როს ნიაღვარი დაიქუხებდა,
გეგონებოდა:
მოვკვდი, მწარეა!
მაგრამ გრიგალი გადაივლიდა,
შენ კი რჩებოდი...
საოცარია!
ახლა ზეფირსაც კი ვერ გაუძლებ,
თუმცა ქარიშხალს
წინად გაუძელ.
მოსწყდა ფესვები, მდინარეს გაჰყვა
დრო უსასოო
და უსაფუძვლო.

1930