Litclub.ge
* * * გულს ნუ მოიყვან...
ციკლიდან „პაციფიზმი“
გულს ნუ მოიყვან,
გულს ნუ მოიყვან,
დალიე ქვეყნის შესანდობარი,
დრონი მოირღვენ...
პირველს საშინლად დასწვა მეორემ
სახე, გვერდები.
გულს ნუ მოიყვან, კეთილო, თორემ
ადრე დაბერდები!
1930