Litclub.ge
სმენას ტალღების გრგვინვა კვლავ სწყურის
სმენას ტალღების გრგვინვა კვლავ სწყურის,
მასში მე მესმის ანდამატურის
ახალგაზრდობის დროს გაგონილი,
გადმონაჩქერი გრგვინვა ნადურის.
ის იმოსება ახალ ფერებით,
უბედობით თუ ბედნიერებით.
საცა არ ელი, შეიჭრება იქ -
ახალის სულით და აჟღერებით.
1930