Litclub.ge

უცნობი მხატვრის ვნახე ნახატი
ციკლიდან „პაციფიზმი“

უცნობი მხატვრის ვნახე ნახატი
მხოლოდ არ მახსოვს სად ანუ როდის,
რა უსაზღვროა დემონთ ღაღადი,
რა უგულოა სიცივე ლოდის.

ველურის ხელში თრთის ბავშვი აკვნის,
ხვეწნა-ცრემლები ქვას ვერ ამარცხებს:
ხარხარით ხვდება ის ამონაკვნესს,
ბავშვს დედის თვალწინ კლდეს მიანარცხებს.

თან ქარში ისმის რაღაც გრძნეული
ზღვის მრისხანება და აღტაცება,
როცა მძვინვარედ მკლავ-მოქნეული
ასკდება ნაპირს ტალღათა ცემა.

1930