Litclub.ge

ბავშვს ჩაეძინა
ციკლიდან „პაციფიზმი“

ბავშვს ჩაეძინა
შეურაცხყოფილს,
მაგრამ ბედნიერს
გამოეღვიძა.
სიზმრად ხედავდა
ალვებს აწყობილს.
ფშვენდა ალუჩა,
ნუში, ლეღვიცა.
ესიზმრა: ია,
კიდევ სუმბული,
ნაზი ნარგიზი,
ყაყაჩო ლაღი,
ვარდს გარს მორტყმოდნენ
სულშეგუბულნი;
- გადარჩენილა,
სთქვა, ჩვენი ბაღი!
გამარჯვების დღე
ყველას ძმობილობს,
არის მშვენიერ
ფერთა შეხვეწა,
ასე ეძინა
უკმაყოფილოს,
ასე ბედნიერს
გამოეღვიძა!

1930