ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ნათქვამია - ხელი ხელს
ორივე კი პირსა ჰბანსო,
გეგმა უნდა შევასრულოთ
საწარმოო-საფინანსო.
დაკვრით ვნახოთ, რასაც იქმს
დღე ღამით და ღამე დღისით,
რიგი რიგებს, რიგი რიგს,
რომ შეივსოს დანაკლისი.
ჩამორჩენილობა - ძირს!
ყოველ მანქანაზე მდეგმა
უნდა სძლიოს ყველა ჭირს,
უნდა შეასრულოს გეგმა!
1930