Litclub.ge

ნავთის კოშკები
ვარდებისა და ქალის მაგიერ -
ლექსში პირველად გაისმის: ნავთი!
იგი დღეს უფრო ამხანაგია,
შხეფით მოსული ზღვების ნიავით.
ჩვენში ბევრია და სიიეფეს
მისას განიცდის ყველა მყიდველი,
თვით გერალდიურს წააქცევს მეფეს
ეს შადრევანი, შიშველ-ტიტველი,
ჰერმეტიული, როგორც სილაჟი,
კოშკებში მიდის ბოლი ლოსელი,
მასთან ვენერა დარჩა სილაში,
რთავს ამ მილოსელს სხვა სამოსელი.
ბევრი რამ მიაქვს დროთა მდინარეს,
დრო - მორევია განუზომელი,
მაგრამ აქ ზრუნვა ამ ინჟენერის
უკვდავი არის, ვინემ გომერი.
ნავთი ნავთია - მარიობისთვის,
სიცხით დამწვარი, უდაბნო ეკლის,
მაგრამ მებრძოლი მომავალ დღისთვის
სიცოცხლეშივე ღირსია ძეგლის.
რა საოცარი რამაა დილით
ფანტასტიური კოშკები ნავთის,
მე არ მგონია, რომ ცვარა ლილით,
რაიმე ქვეყნად ასე ბრწყინავდეს.

1930