ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ჩვენ არ გვინდა სხვისი რბევა,
ჩვენ არ გვინდა ომი,
მაგრამ კაპიტალისტების
არ ისვენებს ტომი.
რადგან მტერი არ ისვენებს
ჩვენი სისხლის მდომი -
ყველა წითელარმიელი
იდგეს, როგორც ლომი.
ჩვენი დროშა ნიშანია
არა ჩაგვრა-ომის,
მშვიდობიან მშენებლობის,
მშვიდობიან შრომის.
ევროპაში კი ბევრია
მიწა-მიწა მძრომი,
პროლეტარი ყველა ქვეყნის
უმძიმს ქვეშევრდომი.
ჩვენ წითელი არმია გვყავს
სადარაჯოს მდგომი,
იმ მხრითა სდგას ფაშისტების
ბერლინი და რომი;
მზად ვართ! როგორც კი გვიბრძანებს
შტაბი, პოლიტკომი
ვაგრძნობინოთ პუანკარეს -
როგორც უნდა ომი!
1930