Litclub.ge

მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

მაღალ მთაზედა ავაგე
სასახლე ახალ-ახალი,
ლითონზე უფრო მაგარი,
პირამიდებზე მაღალი.

ხალხისთვის სამარადისო
ღიაა მისი კარები:
მე მის უსაზღვრო სიყვარულს
და ნდობას დავემყარები.

მასში პოეტის უკვდავი
დიდება დაისადგურებს,
ვერც დრო, ვერც ჟამთა სიავე,
ვერც ქარი გაანადგურებს.

1931