Litclub.ge
* * * მახსოვს ქარი სძრავდა...
მახსოვს ქარი სძრავდა
ჩვენი სახლის ლანდურს,
ხმა ხან ჩონგურს ჰგავდა,
ხან სევდიან ფანდურს.
და სტიროდი, დროო,
როგორც ბედისწერა,
სახლი უეზოო
და უსიცოცხლო კერა.
1933