Litclub.ge

მზეა ისე მგზნებარე
მზეა ისე მგზნებარე,
რომ ხანძარსაც დაყურავს,
ვხედავ: აგერ მღებარი
ღებავს სახლის სახურავს.

აქ სიმკვეთრე-სილბილის
ფერი ფერებს ეხება:
სახურავი პილპილის
ელვარებამ შეღება.

იგი მზეზე კრიალებს,
როგორც სისხლის იარა,
თითქო აქ მოთქრიალე
წვიმამ გადაიარა.

შენ აშინებ იერით
მტრებსა და მუხანათებს -
შენი მოსვლა ძლიერი
წვრილმანშიაც ანათებს!

1933