Litclub.ge
* * * გულში მწუხარე ის მორევია...
გულში მწუხარე ის მორევია,
რომელსაც გული ვერ მორევია.
მე იდეა მაქვს სხვა განაზრახი:
ვით სიყვარული, მძლე ხელოვანი,
როგორც სიცოცხლე არა ნაძრახი,
როგორც სიკვდილი სახელოვანი.
1935