დუმილი ფარავს
ტყეს და მდელოებს;
გავცდით ვარშავას,
მდუმარებს არე...
ვუახლოვდებით
ნეგორელოეს,
სადაც იწყება
სამშობლო მხარე...
სადაც მძლავრია
წინადი გრძნობა -
ახალ ვარდებით
შემოსილ შარის...
გულში ვინახავ
გრძნობებს, ევროპა,
მასზე რაც იყო -
რაც არის, არის!
1935