Litclub.ge

* * * მეტყვი: როგორც ეს გრიგალი...
მეტყვი: როგორც ეს გრიგალი,
დამივიწყე მეცა.
გაიხსენე შენ სამშობლოს
მშვენიერი ზეცა.

მეტყვი: იგრძენ მუხის ჟრჟოლა
შორი მინდვრიდანა,
როგორ მიდის, როგორ მოდის,
როგორ ღელავს ყანა.

მაგრამ ეს ხომ სიზმარია,
აქ ვერ ვხედავ ბალახს.
ქვის სიმძიმე სამარედ ხდის
უზარმაზარ ქალაქს.


1935