შვენოდა ჰაერს ფოთლების ბნევა,
ბაღში არ იყო ფერების ტევა,
ტოტების ხმაურს
ქარი დაკარგულს მოტივს სტაცებდა.
ქარი ზღვის პირად აბარბაცებდა
დაღლილ მეზღვაურს.
აქ მშვიდად ეხლა არვინ გამოდის;
ერთი ღრუბელი ცად საღამომდის
აბრისად სჩანდა.
აქ კრეიცერის სონატის შვენის
ახმოვანება და ბეთხოვენის
ცა გაილანდა.
1940