Litclub.ge

ესტონეთს
ჩვენი მხურვალე
სალამი
მხარეს,
რომელსაც ჰშვენის
სახელი -
„ესტი“.
ჩვენებრ ჰფარავდა,
თუ არ
უარეს,
შავი ღრუბელი,
ცივი ნორდ -
ვესტი.
მაგრამ გაირღვა
რკინის
კარები
და გადმოეშვა
მსგავსებად
ტალღის -
თავისუფლება,
დარის
დარება
და ნებისყოფა
მშვენიერ
ხალხის.
განათლდა გმირის
კალევას
კვალი,
მიმოეფინა
ბაღებს
ყვავილი.
იმ ორთავიან
მტაცებლის
თვალი,
ის წინანდელი
სკანდინაველი
გაჰქრა, ვით ბნელი
ღამის
ზღაპარი.
ახალი სიბრძნით
სავსე
მხარეში -
ყველანი ბედით
ვართ თანაბარი
ერთა მშვიდობის
სიელვარეში.
და მეგობრებად
გვეხვევიან
გარს
მზიურ ქვეყნების
მკვიდრი
მდგმურები.
მეც Esti Kannel-ს
(ესტონეთის ქნარს),
მღელვარე ჩანგით
ვეხმაურები.

1940