Litclub.ge

როკვა
ცაზე ავიდა დილა 
დელია 
ირგვლივ შენი ღიმილის ფერი მდელოა 
დელია. 
ტანზე გვირილა, ყვირილი ცის 
ცაზე- 
ისე ავიდა დილა, 
ისე ავიდა დილა, 
რომ გადავეჩვიე ტირილს 
გადავეჩვიე ტირილს, 
გადავეჩვიე ტირილს, 
და ლურჯი ტილო დილის 
ისევ მთელია დელია 
ტანზე. 
ტანზე- 
ხელები შენი, ჩემი ხელები 
ერთად 
მკლავები შენი, ჩემი მკლავები 
ისევ, 
ტუჩები ჩემი, შენი ტუჩები 
ჩემთან, 
თვალები შენი, ჩემი თვალების ნისლი, 
შენი თვალების ნისლი, 
ფერისცვალება მთვარის, 
ფერისცვალება სიზმრის, 
ფერისცვალება თვალის- 
ელის წვალება ღამეს. 
ლამის- 
თითები შენი, ჩემი თითები, 
მკლავები შენი, ჩემი მკლავები, 
გუგები შენი, ჩემი გუგები 
ერთად ენთო და მე 
არანაერი ცის 
არანაერი ჰაერი 
და გახსენება სხვის 
არანაერი მსურს, 
ცრის. 
მოწყენილობამ ინება 
ჩემში თავნება დინება, 
დამევანება ზმანებად 
და ნისლი მომეფინება 
ცის. 
ცა-ცარიელი რვეული, 
ცა-თეთრეული ეული 
მზის, 
ჩამორღვეულა ძირს, 
წვიმს. 
შავეთის ღია კარი 
ვნახე და ხელი ვკარი, 
თვალი გავაღე და მე 
ტანზე გავიძრე ღამე 
ძლივს. 
წვიმს.