Litclub.ge
* * * პარიზი. ეს ხმა...
პარიზი. ეს ხმა
მოისმის ისე,
როგორც ხანგრძლივი
ხმა ბზრიალასი.
ქერა ტიკინას
სძინავს ბალიშზე,
ბუხარში ოქრო
ელავს ხალასი.
ფრანკის დაცემის
საუბრობს შიშზე
უცხოელებით
სავსე პალასი.
1940