Litclub.ge

დიმიტრი გულიას
მშფოთვარებაში დინჯი
და გამართული ბიჯი,
შენ შენი გრძნობის ნიჭი
და შენი საქმე გაქებს.

გიყვარს სამშობლო - ერი,
მშობლიურ დროშის ფერი -
რომ განადგურდეს მტერი
ჩასაფრებული ჯაგებს.

იმ არსებობის გული
ხელოვნებაა ბრძნული,
ვეფხისტყაოსნის სრული
გზით მიცემული ჰანგებს.

ხან უმძაფრესი, ხან კი
ტკბილი, ვით ზეცის ბანგი -
მხნე, აფხაზური ჩანგი -
შენ შენი ჩანგი გაქებს.

1940