Litclub.ge

მატარებლიდან
შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.
გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან სცხრება,
აქეთ - სადგური, იქით -
მშვიდ სოფლელების კრება.
მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.
აჰა, ღამდება. ბიჯი
და - აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი.

1940