Litclub.ge

რას ნიშნავს, ზღვა ახმაურდა?
ეს ნიშნავს, რომ შეუნიშნავს
თვალს, რას სხვა ვერ მისწვდენია.
ეს ნიშნავს: რაც განუცდია,
გულს - იგი გადმოდენია.
რასაც მიმხვდარა გონება
და რაც ღმერთს გაუჩენია.
ზღვა ახმაურდა. ეს ნიშნავს,
რომ ახმაურდა გენია.

1940