Litclub.ge
* * * საწყალ პოეტის შხამი და ჟანგი...
საწყალ პოეტის შხამი და ჟანგი
და აბსენტისა ცივი ზმორება,
არ განმეორდა, პარიზის ჩანგო,
არც საჭიროა განმეორება.
დაცემა იგი შენ არ გშვენოდა.
იყო ბალადა შენი ვიონის;
დიდი ხნის შემდეგ შორს, უშენოდაც,
გბაძავდა სუნთქვა ვენის, ლონდონის.
1940